თბილისის N219 სკოლის მე-4 კლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი წარმტაცი ღონისძიება 
12-06-2025

თბილისის N219 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნანა ქაცანაშვილის ხელმძღვანელობითა და მუსიკის მასწავლებელ ნათია კალანდაძის დახმარებით, სასწავლო წლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავი შემოქმედებითი ღონისძიება გამართეს. 

ბავშვებმა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით წარმოაჩინეს შემოქმედებითი უნარები, აღფრთოვანებულმა დამსწრე საზოგადოებამ კი აპლოდისმენტები არ დაიშურა. 

კლასის დამრიგებელმა - შალვა ხუციშვილმა ყველა მოსწავლეს გადასცა სიგელი, კლასის წარმატებით დაძლევისთვის.

პედაგოგებმა მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს და უსურვეს ასეთივე შემართებით გააგრძელონ ცოდნის მიღება. 

„გილოცავთ, ბავშვებო, მეოთხე კლასის დასრულებას! წარმატებებს გისურვებთ მომდევნო სასწავლო წელს!“,- ამ სიტყვებით დაულოცეს გზა მე-4 კლასელებს პედაგოგებმა და ბედნიერი არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...