ჩოლურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა 
12-06-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ესთეტიკური ხედვისა და ხატვის ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეების ნამუშევრების, ნახატების და ნაძერწი ფიგურების გამოფენა გაიმართა. 

გამოიფინა მე-2-მე-3 კლასების მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრები. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ქეთო ჯინჭარაძემ, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე და მათი შესაძლებლობების წარმოჩენაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...