ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ ქატივობა იმართება.
ახალახან, პროექტის ფარგლებში, პედაგოგების - ნარინე ხეჩოიანის და თინათინ გოზალიშვილის ხელმძღვანელობით, ხელნაკეთი ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო.
გამოფენისთვის მოსწავლეები დიდი მონდომებით ემზადებოდნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმა სიყვარულით და მონდომებით დაამზადეს სხვადასხვა ხელნაკეთი საყვავილეები. მათ შესაქმნელად კი ძირითადად გამოიყენეს პლასტიკური ბოთლები, მუყაო, ქვები და სხვადასხვა ნივთი.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეს და დამთვალეირებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„მათმა ნამუშევრებმა როგორც მასწავლებლების, ისე მშობლებისა და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: