ექსკურსია ძლიერი სასწავლო მეთოდია, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა, შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ხშრად მიმართავენ.
ახლახან, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის მარინა ხუხუნის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ ქალაქ ქუთაისში, სასწავლო-შემოქმედებით ექსკურსიაზე.
ექსკურსიის მიზანი იყო გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის შეგროვებისა და ქცევის ნორმების დაუფლება-ჩამოყალიბება.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქუთაისის ღირსშესანიშნაობები: ბაგრატის ტაძარი, მოწამეთას მონასტერი, გელათის სამონასტრო კომპლექსი, სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალი, ცენტრალური პარკი და „მინის ხიდი“.
მეორეკლასელთა ექსკურსია ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო იყო. ისინი ექსკურსიიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: