სასწავლო წლის საზეიმო დაგვირგვინება და ბავშვთა გრანდიოზული დღესასწაული ნოქალაქევის საჯარო სკოლაში
12-06-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში გრანდიოზული საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. 

ღონისძიებით სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა და 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ შეჯამდა. 

სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული კონცერტი მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიციით დაიწყო, შესრულდა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. მოეწყო ასფალტზე ხატვა და მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. კლასებმა მოაწყვეს კუთხეები და გამოფენა-გაყიდვა.

დასასრულს, ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ჯგერენაიამ მოწაფეებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...