„ჯენტლმენურად“ დამშვიდობება პირველ მასწავლებელთან-ზარიძეების სკოლის მე-4 კლასმა, სადაც შვიდივე მოსწავლე ვაჟია, ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება გამართა
12-06-2025

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს.

მე-4 კლასელებმა, დამრიგებლის - მაია ცოცხალაშვილის ხელმძღვანელობით, ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება გამართეს. აღსანიშნავია, რომ კლასში მხოლოდ შვიდი მოსწავლე ირიცხება შვიდივე ვაჟი. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მაია მასწავლებელი იყო მათთვის „გოგო-კლასელიც“, მეგობარიც, დაც...

თემატურად გაფორმებული ზღაპრული გარემო დახვდა მაყურებელს. ბიჭებმა ღირსეულად წარმოაჩინეს თავიანთი ქართველობა ლექსებით, მუსიკალური ნომრებით, ცეკვით, გულში ჩამწვდომი სიტყვებით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი „ჯენტლმენურად“ დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს. უკვე გაზრდილები ახალი შემართებით დაელოდებიან მომავალ სასწავლო წელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...