„ჩვენი პლანეტის მოკაშკაშე ვარსკვლავები“ - თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საზეიმო საღამო და ღონისძიებით შეჯამებული 4 წელიწადი
12-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს.

სასწავლო მიღწევები კი ზეიმით აღნიშნეს. მოსწავლეებმა დამრიგებლის - მარინე პეტროსიანის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ღონისძიება სათაურით - „ჩვენი პლანეტის მოკაშკაშე ვარსკვლავები“. 

მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის, ღირსეულად აღზრდისა და კარგ ადამიანებად ჩამოყალიბებისთვის. წაიკითხეს ლექსები, ითამაშეს სპექტაკლები, იცეკვეს და იმღერეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა.

დამრიგებელმა ღონისძიების ბოლოს მათ გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.

„ძალიან ემოციური, შთამბეჭდავი და სახალისო ღონისძიება იყო“,-ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებლის შემოქმედებითობა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...