ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს.
IV კლასის დამრიგებელმა, თამარაც წარუკიანმა, ორგანიზება გაუწია ღონისძიებას სახელწოდებით - „მშვიდობით, საყვარელო საწყისო კლასო!“
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები წარდგნენ ორიგინალური სიმღერებით, ცეკვებით, ლექსებითა და მცირე იუმორისტული ნომრებით.
ამ საინტერესო ღონისძიებით მოსწავლეებმა შეაჯამეს საწყის კლასებში შეძენილი ცოდნა და წლები.
მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლის დაუვიწყარი მომენტები და ნახეს მშვენიერი ვიდეოფილმი, რომელიც ასახავდა მათ ოთხწლიან გზას.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა გულწრფელი მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს, საკუთარ დამრიგებელს, მასწავლებლებსა და მშობლებს - ამ ოთხი წლის განმავლობაში მხარდაჭერისთვის, შთაგონებისთვის და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის.
დაშორება ძვირფას დამრიგებელთან რთული იყო, თუმცა ისინი დაჰპირდნენ, რომ დიდი მოტივაციითა და მზადყოფნით გააგრძელებენ თავიანთ სასწავლო გზას მეხუთე კლასში და ასეთივე შემართებით გააგრძელებენ ცოდნის მიღებას
დამრიგებელმა თამარაც წარუკიანმა გულითადი მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს, მასწავლებლებსა და მშობლებს. მან ასევე მიულოცა მოსწავლეებს და გადასცა როგორც სასწავლო წლის, ასევე საწყისი კლასების წარმატებითა და სამაგალითო ყოფა-ქცევით დასრულებისთვის.
„წარმატებები თქვენ, საყვარელო ბავშვებო!“,- მიმართა პედაგოგმა ბავშვებს და გზა დაულოცა.