ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები საღამო
12-06-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს. IV კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს გამოსაშვები საღამო, რომელიც სითბოთი, სიხარულითა და მომავლის იმედით იყო სავსე.

საღამოს ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მშობლები და პედაგოგები. მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს სხვადასხვა ნომრით, რამაც დიდი ემოციები გამოიწვია მაყურებელში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„მათ შესაძლებლობების აღმოჩენის, გამოვლენის, მცდელობებისა და გამოწვევების დაძლევის ოთხი წელი გაატარეს საყვარელ ნინო მასწავლებელთან ერთად. ბევრი ბედნიერი, ღიმილით დატვირთული დღე აჩუქეს ერთმანეთს. საღამო არაერთმა გულთბილმა სიტყვამ გაალამაზა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

სკოლის დირექტორმა, მაკა გუბელაძემ და დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძემ მოსწავლეებს მიულოცეს ახალი ეტაპის დაწყება, უსურვეს ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა და ასახელონ, სკოლა, ოჯახი და ქვეყანა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...