პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო მიღწევები ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს 
12-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წარმატებით დაასრულეს. 

პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის გაცილება მოაწყვეს. მოსწავლეებმა სასწავლო წლის მიღწევები შეაჯამეს, ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს და მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს. 

პატარებმა თითოეული ასო-ბგერის შესაბამისი სიტყვები და ლექსები წარმოთქვეს. გაითამაშეს სახალისო წარმოდგენები, იმღერეს და იცეკვეს.

აღსანიშნავია, რომ წელს პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის 1-ელ კლასში მხოლოდ სამი მოსწავლე ირიცხებოდა, ამიტომ პატარებს  დახმარება გაუწიეს III-V-VI კლასების მოსწავლეებმა და მათთან ერთად იზეიმეს და სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...