მიწის ნაკვეთები წყნეთსა და წავკისში, 3 ბინა თბილისში... - რა ქონებას ფლობენ განათლების მინისტრი და მისი მეუღლე
11-06-2025

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ისევ საჯარო გახდა. განათლების მინისტრის ალექსანდრე წულაძის მიერ 2024 წლის ივნისში შევსებული დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ მინისტრი ფლობს მიწის ნაკვეთებს წავკისსა და წყნეთში, ასევე 2 ბინას თბილისში და სხვადასხვა ფართებს დავით აღმაშენებელის გამზირზე.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ალექსანდრე წულაძის საკუთრებაშია: 

დავით აღმაშენებელი გამზირზე 6 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი;

დაბა წყნეთში ჯავახიშვილის ქუჩაზე ფლობს 905 კვ.მ მიწის ნაკვეთს რომელიც აჩუქეს 2021 წელს მშობლებმა;

წავკისი, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე 200000 ლარად იყიდა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2019 წელს, ამავე წელს 1000 ლარად იყიდა დავით აღმაშენებელის გამზირზე კი 8 კვ.მ სარდაფი.

მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის საფუძველზე თბილისში მიხეილ ბურძგლას ქუჩაზე ფლობს 20,2 კვ.მ ავტოფარეხს.

ასევე მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის საფუძველზე მიხეილ ბურძგლას ქუჩაზე ფლობს 2 ბინას; ერთ-ერთი ბინის ფართი 110 კვ.მ-ია, ხოლო მეორე ბინის ფართი - 50 კვ.მ.

აღსანიშნავია, რომ მინისტრს აქვს ასევე ნაჩქუარი დასადგამი საათი, ჭაღი, თითოული მათგანის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

რაც შეეხება მინისტრის მეუღლეს, ეკატერინე ჯანაშიას - 2022 წელს აჩუქეს სახლი, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარეობს და 52,2 კვ.მ-ია. ასევე 15.08.2017-ში  წავკისში 570 კვ.მ მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი 12500 დოლარად

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...