ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველადი დახმარების აღმოჩენის წესებს გაეცნენ
11-06-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლის ექიმმა, ნანა ჯიჯიხიამ მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებს ჩაუტარა პრეზენტაცია თემაზე - „პირველადი დახმარება“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაციის მიზანია მოსწავლეებმა იცოდნენ პირველადი დახმარების წესები.

მოსწავლეებმა ისწავლეს ძირითადი წესები, როგორიცაა:

1. შეაფასე სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით - არ მიუახლოვდე, თუ შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;

2. შეამოწმე დაშავებულის მდგომარეობა - სუნთქვა, გონებაზე ყოფნა, სისხლდენა.

3. გამოიძახე სასწრაფო დახმარება - დარეკე 112-ზე (საქართველოში).

  • თუ ადამიანი უგონოდაა და არ სუნთქავს:

1. დარეკე სასწრაფოში;

2. დაიწყე CPR (გულის მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა):

30 კომპრესია გულმკერდზე (სიღრმე დაახლოებით 5 სმ, სიჩქარე 100–120 წთ).

2 ჩაბერვა პირში, გაიმეორე მანამ, სანამ პროფესიონალი დახმარება მოვა ან დაზარალებული არ აღიდგენს სუნთქვას.

მოსწავლეები აქტიურად ჩართნენ პრეზენტაციაში და ექიმისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და სიმულაციური თამაშებიც შეასრულეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...