ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლე გორდაძემ ლიტერატურულ კონკურსში I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა
11-06-2025

აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორისაა, VIII კლასის მოსწავლე თეკლე გორდაძე, რომელმაც ლეილა მესხის სახელობის VIII მუნიციპალურ ლიტერატურულ კონკურსში - „ფიქრის კრიალოსანი“ I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

ქუტირის საჯარო სკოლა ულოცავს VIII კლასის მოსწავლეს - თეკლე გორდაძეს, ვეტა ჩხენკელის სახელობის ხონის მოსწავლე- ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ, ლეილა მესხის სახელობის მოსწავლეთა VIII მუნიციპალურ ლიტერატურულ კონკურსში - „ფიქრის კრიალოსანი“ I ხარისხის დიპლომით დაჯილდოებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...