ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც მრავალფეროვან ეკოაქტივობებს ახორციელებენ და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებაში არიან ჩართულნი.
ახლახან, სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტში - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“.
პროექტის ფარგლებში გამართულ კონკურსში გაიმარჯვა მე-9 კლასის მოსწავლემ ნინო ფერაძემ, რომელიც ეკოკლუბის ხელმძღვანელ ნინო გაბადაძესთან ერთად, 3, 4 ივნისს მიწვეული იყო დაჯილდოვებაზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის შენობაში.
მოეწყო ლაგოდეხის ნაკრძალის საფეხმავლო ტურისტული ბილიკით დათვალიერება, რაც დასრულდა საზეიმო ბანკეტით. პროექტს ხელმძღვანელობდა იმერეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი ლაშა ებრალიძე.
იხილეთ ფოტოები: