ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
მასწავლებელი ვენერა სეირანიანი მათ მრავალფეროვნებით ანებივრებს, რაც მოწაფეთა მოტივაციასა და სასწავლო შემართებაზე აისახება.
ახლახან, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ისტ-ის გაკვეთილზე შეადგინეს კითხვარი და სკოლაში ჩაატარეს კვლევა, თუ რომელი საგანია მოსწავლეთა შორის ყველაზე პოპულარული.
მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: