ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.
ახლახან, მე-5 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო პლაკატი თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
გაკვეთილის მიმდინარეობისას ისინი აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში და იმსჯელეს დედამიწის დაცვისა და სისუფთავის დაცვის მნიშვნელობაზე.
მოსწავლეებმა გამოავლინეს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და ერთხმად აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა გაიაზრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა. აქტივობამ მათ განუვითარა თანამშრომლობის უნარები და აუმაღლა ეკოლოგიური ცონობიერება.
იხილეთ ფოტოები: