ჯვარის N1 საჯარო სკოლის იდეათეკამ საჭადრაკო ტურნირს უმასპინძლა 
11-06-2025

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის იდეათეკამ მორიგ წარმატებულ პროექტს უმასპინძლა - საჭადრაკო ტურნირს, რომელშიც მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად მონაწილეობდნენ.

ეს ღონისძიება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სკოლის ბიბლიოთეკა იქცეს ინოვაციების, განვითარებისა და საინტერესო აქტივობების ცენტრად.

მსგავსი ინიციატივები ქმნის სასიამოვნო და პროდუქტიულ გარემოს, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და გაიუმჯობესონ ცოდნა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ წარმატების უკან სკოლის ბიბლიოთეკარის, მაია გეთიას დაუღალავი შრომა და პროფესიონალიზმი დგას.

„ქალბატონი მაიას მუშაობა ნამდვილად სცილდება სტანდარტული ბიბლიოთეკარის მოვალეობებს. ის აქტიურად ზრუნავს მოსწავლეების ყოველმხრივ განვითარებაზე და მუდმივად ეძებს ახალ, საინტერესო გზებს, რათა სკოლის იდეათეკა ცოცხალ და მიმზიდველ სივრცედ აქციოს. მისი ინიციატივები ეხმარება მოსწავლეებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი, გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა სფეროში და შეიძინონ ახალი მეგობრები“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მაია გეთია ​არის ის ადამიანი, რომელიც ბავშვებს წიგნის სიყვარულს უნერგავს და მათში ცნობისმოყვარეობას აღვიძებს, რაც უმნიშვნელოვანესია მომავალი თაობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203