ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ამჯერად, სკოლაში სიძველეების გამოფენა მოეწყო. სკოლაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მხარდაჭერით, წარსულის მატერიალური მტკიცებულებები გამოიფინა. წარმოდგენილია ძველი საგაზეთო გამოცემები, დეკორატიული ნივთები, წიგნები, ფოტოსურათები...
გამოფენა კიდევ სამი დღე გაგრძელდება
გამოფენა დამთვალეირებლისთვის ღია 10-დან 12 საათამდე.
„დაგვებადა იდეა, რომ სკოლაში მოგვეწყო სიძველეების გამოფენა. ეს ნივთები ხომ წარსულის მატერიალური მტკიცებულებებია, რომლებიც ჩვენს ისტორიასა და კულტურაზე მოგვითხრობენ, გვაძლევენ საშუალებას, გავიგოთ ჩვენი წინაპრების ცხოვრება, რწმენა და ოსტატობა, რითაც ვაკავშირებთ თაობებს ერთმანეთთან. ექსპონატები არა მხოლოდ შემეცნებითი ღირებულების მატარებლები არიან, არამედ ხელს უწყობენ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. მადლობა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას და ყველა მასწავლებელს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდებულ საქმეში. გამოფენა კიდევ სამი დღე გაგრძელდება. ძვირფასო მშობლებო, თქვენთვის გამოფენა ღიაა, მობრძანდით 10-დან 12 საათამდე და დაიმუხტეთ დადებითი განწყობით“,- აღნიშნავენ სკოლაში და დამთვალიერებელს საინტერესო გამოფენაზე ეპატიჟებიან.
იხილეთ ფოტოები: