ბუზავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელთა „საანბანო დღესასწაული“
11-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. ცოდნა და შესაძლებლობები კი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს. 

გაიმართა „საანბანო დღესასწაული“. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, მათ შორის მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები, წარმოაჩინეს ცოდნა და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს

პედაგოგმა მოსწავლეებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა, ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...