საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-7 კლასელები უფლისციხესა და ატენის ხეობა​ს შემეცნებითი ექსკურსიით სტუმრობდნენ
16-06-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს არაერთი ექსკურსია თუ გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

მათ შორის, სკოლა-გიმნაზიის წმ. სოლომონ მეორის სახელობის VII კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - იოსებ აფაქიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ შემეცნებით ექსკურსიაზე უფლისციხესა და ატენის ხეობაში.

მოსწავლეებმა მოინახულეს კლდეში ნაკვეთი უძველესი ნაქალაქარი და VII საუკუნის ატენის სიონი.

მოსწავლეები მოიხიბლნენ ისტორიული ძეგლების დიდებულებით, მათ შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს, შეიტყვეს ნაკლებად ცნობილი ფაქტები. 

მე-7 კლასელები ექსკურსიიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203