„ნოტებს მიღმა-ალექსანდრე ბოროდინი: კომპოზიტორი და ქიმიკოსი“- ქუთაისის N4 სკოლაში ხორცშესხმული შთამბეჭდავი პროექტი, რომელმაც ქიმია და მუსიკა გააერთიანა
11-06-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ პროექტებით სწავლებას, რადგან აქტივობა მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და ამასთან, ბავშვების დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

სულ ახლახან, სკოლის X კლასში (კლასის ხელმძღვანელი მაკა გუბელაძე) განხორციელდა საინტერესო ინტეგრირებული პროექტი სახელწოდებით - „ნოტებს მიღმა - ალექსანდრე ბოროდინი: კომპოზიტორი და ქიმიკოსი“, რომელმაც ორი განსხვავებული საგანი, ქიმია და მუსიკა გააერთიანა (ქიმიის მასწავლებელი მაია ჯანაშია, მუსიკის მასწავლებელი თამილა გიგატაძე).

პროექტის იდეის ავტორია ნუკრი კარკაძე - პოეტი, ავტორ- შემსრულებელი, ფილოლოგიის დოქტორი, მუსიკის მასწავლებელი. მან საინტერესო პრეზენტაცია - „მუსიკა და ქიმია“ წარმოადგინა.

„მოსაზრებამ, რომ მუსიკით ვასწავლოთ სხვა საგანი, შესაძლოა, ღიმილიც კი გამოიწვიოს, მაგრამ, უდავოა, რომ მუსიკა ადამიანებს ბედნიერ განწყობას ჩუქნის, ასეთი განწყობა კი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია სასწავლო პროცესში. მეცნიერებისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი მოსწავლეებს ეხმარება, გარემომცველი სამყარო მთლიანობაში აღიქვან და ჩამოუყალიბდეთ აბსტრაქტული აზროვნება“,- აღნიშნავს პედაგოგი და დასძენს, რომ  მუსიკა ასტიმულირებს ვერბალურ უნარსა და ლოგიკურ აზროვნებას, აღქმისა და დამახსოვრების პროცესებს, შემოქმედებით აზროვნებას.

ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებით სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და ეფექტური გახდეს.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...