საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-5 კლასელთა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი
16-06-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს. ამ მიზნის მისაღწევად კი პედაგოგები სხვადასხა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. 

აღსანიშნავია, 2024-2025 სასწავლო წლის მიწურულს სკოლა-გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლეთა ინგლისურენოვანი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით. 

მოსწავლეებმა როგორც საქართველოს ისე სხვდასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, საკითხს ჩაუღრმავდნენ და ინგლისურენოვანი პლაკატები შექმნეს. პლაკატები თავადვე გააფორმეს, დაასურათეს და წარმოადგინეს საქართველოსა და უცხო ქვეყნების კულტურული მახასიათებლები. 

სასწავლო პროცესს ინგლისური ენის პედაგოგი ნათია მიქაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...