ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესი წახალისებულია და მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჟამად, სკოლაში ვაჟ ფეხბურთელთა გუნდის წარმატებით ხარობენ. მოსწავლეებმა „თავისუფლების თამაშებზე“ წარმატებით იასპარეზეს და მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავეს.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„გაგვახარეს ჩვენმა ფეხბურთელებმა. ამ ეტაპზე მესამე ადგილი არ არის ცუდი! სამომავლოდ ოქროსაც შევეჭიდებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: