სასწავლო წლის მიწურული ცოდნის შეჯამებისა და სასწავლო მიღწევების აღნიშვნის დროა.
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მზია შევარდნაძემ მოსწავლეებს აკადემიური წარმატებები მიულოცა, შრომისა და მონდომებისთვის მადლობა გადაუხადა და ბავშვები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
„დასრულდა მნიშვნელოვანი სასწავლო წელი ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთათვის. წელი დატვირთული სხვადასხვა ლიტერატურული და შემოქმედებითი აქტივობებით - დღეს თითოეულ თქვენგანს გადმოგცემთ სერტიფიკატებს, ეს არის მადლიერება თქვენი შრომისთვის, თქვენი ინტერესებისათვის, თქვენი ნიჭისა და უნარის გამოვლენისათვის“, - ამ სიტყვებით მიმართა მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მზია შევარდნაძემ.
თხრობის ოსტატი, გრამატიკის ლიდერი, მეტყველების დიდოსტატი, წერის ვარსკვლავი, საინტერესო ამბების მთხრობელი, პერსონაჟების მეგობარი, სიტყვების გამომძიებელი, კიდევ სხვა, და კიდევ სხვა-ტიტულები „დაიმსახურეს“ მეხუთეკლასელებმა.
სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა მე-5 კლასელებს მზიანი ზაფხული, ახალ-ახალი აღმოჩენები, ნაირფერი შთაბეჭდილებით აღსავსე დღეები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: