გოგაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ვირტუალური ტური ლონდონში
11-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საინტერესო და საგანმანათლებლო პროექტი სახელწოდებით - „ტური ლონდონის გარშემო“. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა კომპიუტერეული ტექნოლოგიებს დახმარებით, მსოფლიოს ერთ-ერთ საკულტო ქალაქში - ლონდონში იმოგზაურეს. 

მათ ვირტუალურად დაათვალიერეს ისეთი ცნობილი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა - ბიგ ბენი, თაუერის ხიდი, ბუკინგემის სასახლე, ლონდონის თვალი და სხვა. მოსწავლეებმა შექმნეს ლამაზი პოსტერები და პრეზენტაციები, ასევე დაწერეს მოკლე პოსტები ინგლისურ ენაზე, გააზიარეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც გაეცნენ ქალაქის შესახებ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებაში, კულტურული ცნობიერების ამაღლებაში და ვირტუალური მოგზაურობისა და აღმოჩენების სიხარულის განცდაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203