პატარა მოცეკვავეები დაბლაციხის საჯარო სკოლიდან - მილენა ქავთარაძე და ანა სერებრიაკოვი ფესტივალებში წარმატებით მონაწილეობენ
11-06-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ინტერესები მხარდაჭერილი, მიღწევები კი საამაყო. 

სკოლა, ამჯერად პატარა მოცეკვავეებს - მილენა ქავთარაძესა და ანა სერებრიაკოვს გვაცნობს, მოსწავლეები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული თანამედროვე ცეკვების სტუდია „რჩეულის“ აღსაზრდელები არიან, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორის, სტუდია „რჩეული“, რომლის ხელმძღვანელია გვანცა ანდღულაძე, ქალაქ სიღნაღში გამართულ ფესტივალში „მზიანი საქართველო“ მონაწილეობდა. ფესტივალი ემსახურებოდა ეროვნულ-კულტურული ტრადიციების განმტკიცებას და ზნეობრივ- ესთეტიკური ღირებულებების განვითარებას ახალგაზრდებში.

„რჩეული“ შეუერთდა ქალაქ ბათუმში გამართულ ქართული ცეკვის ფესტივალს - „ხორუმი“.

ორივე ღონისძიებაზე წარმატებით წარდგნენ დაბლაციხის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები - მილენა ქავთარაძე და ანა სერებრიაკოვი, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მადლობას უხდიან სტუდია „რჩეულსა“ და მის ხელმძღვანელს გვანცა ანდღულაძეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203