ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი და სიღმისეულად შესწავლილი საქართველოს სიმბოლიკა
11-06-2025

სახელმწიფო სიმბოლიკა, რომ ოფიციალურად აღიარებული ნიშნები და სიმბოლოებია, რომლებიც გამოხატავენ ქვეყნის იდენტობას, სუვერენიტეტს, ღირებულებებსა და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, ახლა კი საქართველოს სიმბოლიკის განვითარება და ისტორიული მნიშვნელობაც სიღრმისეულად შეისწავლეს. 

საქართველოს სიმბოლიკა - ამ თემაზე ჩატარდა ღია გაკვეთილი ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასში, პედაგოგ ნარგიზა კუტალიას ხელმძღვანელობით. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული დროშის განვითარებასა და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე. ერთმანეთს შეადარეს 1918-21 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის და 2004 წელს მიღებული ქართული დროშები, შეაფასეს ფერებისა და სიმბოლოების კომბინაცია, რომელიც გამოხატავს ქვეყნის ერთიანობას, ისტორიულ ტრადიციებს და იდეოლოგიას, გააანალიზეს დემოკრატიული და დამოუკიდებელი რესპუბლიკების გერბი - რთული სიმბოლური კომპოზიცია, რომელიც შედგება ფერების, ფიგურებისა და ფორმებისაგან. წარმოადგინეს თვიანთი ხელით შექმნილი ორივე პერიოდის დროშა და გერბი.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ჰიმნის მუსიკალურ-პოეტურ კომპოზიციაზე, რომელიც ირჩევა ქვეყნის ეროვნული გრძნობების გამოსახატავად, შეაფასეს სახელმწიფო ჰიმნები - „დიდება“ და „თავისუფლება“. ბოლოს კი აღწერეს და განიხილეს მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლიკები - გაერო, ნატო, ეუთო, ევროსაბჭო.

გაკვეთილზე მოისმინეს დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნები, გამოყენებული იყო რესურსები - პოსტერები, ისტ-თვალსაჩინოება და სხვა.

გაკვეთილის დროს იგრძნობოდა მოსწავლეთა ღრმა პასუხისმგებლობა და საკითხის საფუძვლიანი ცოდნა. გაკვეთილს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები. მათ მადლობა გადაუხადეს ბავშვებს და მასწავლებელს საინტერესო გაკვეთილისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203