„უჯრედი სიცოცხლის საწყისი“ - წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე ცოდნა შეაჯამეს
12-06-2025

სასწავლო წლის მიწურული ცოდნის შეჯამებისა და სასწავლო მიღწევების აღნიშვნის დროა.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, ქეთინო ჩაჩავამ, მოამზადა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე -„უჯრედი სიცოცხლის საწყისი“. 

შემაჯამებელი გაკვეთილის წარმართვაში მონაწილეობდნენ მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები.

მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელიც გვიჩვენებს, როგორი აგებულება აქვს სხვადასხვა ორგანიზმების უჯრედებს, როგორ ხდება ორგანიზმის „აწყობა“ უჯრედებით, როგორ იწყება სიცოცხლე უჯრედიდან და როგორ ვითარდება სრულფასოვან ორგანიზმამდე.

მოსწავლეებმა წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა წარმოაჩინეს და მასწავლებელი სიმაყით აღავსეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...