ბოლნისის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
11-06-2025

ბოლნისის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

პატარებმა „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს და შეძენილი ცოდნა შეაჯამეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს. 

პატარებმა ცოდნა და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს და დამრიგებელი და მშობლები სიამაყით აღავსეს

პირველი მასწავლებელი ბავშვებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...