მუხურის თემის საჯარო სკოლაში საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
11-06-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში პედაგოგების - მანანა ცირდავასა და ირმა პაპავას ინიციატივით, ჩატარდა სასკოლო ტურნირი ჭადრაკში, რომელშიც სხვადასხვა საფეხურის 16 მოსწავლე მონაწილეობდა. 

ტურები საკმაოდ საინტერესოდ, თუმცა დაძაბულად წარიმართა. მოსწავლები გონივრული სტრატეგიების გამოყენებით, დიდი ფიქრითა  და ძალისხმევით მიიწევდნენ გამარჯვებისკენ. საბოლოოდ, შედეგები ასე გადანაწილდა:

  • I ადგილი დაიკავა ნიკოლოზ კვარაცხელიამ (III კლასი);
  • II ადგილი ერგო შმაგი გაბედავას  (VII  კლასი);
  • III ადგილი კი-გაბრიელ თოლორდავას (II  კლასი).

ტურნირს მეათეკლასელი დავით პაპავა კურირებდა.

გამარჯვებულებს საპატიო სიგელები გადასცა სკოლის დირექტორმა - როდერ ცირდავამ, რომელმაც შეაჯამა ღონისძიება, პედაგოგებს მადლობა გადაუხადა იმ დიდი შრომისათვის, რომელსაც ეწევიან ჭადრაკის პოპულარიზაციის მიმართულებით.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები არაერთხელ გამხდარან პრიზიორები სკოლის ფარგლებს გარეთ გამართული  საჭადრაკო ტურნირებისა. კვლავაც შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს ამ მიმართულებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...