პტენის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე, წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა საინტერესოდ შეაჯამეს
11-06-2025

სასწავლო წლის მიწურული ცოდნის შეჯამებისა და სასწავლო მიღწევების აღნიშვნის დროა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა სასწავლო წლის მანძილზე, საგანში „ჩვენი საქართველო“ შეძენილი ცოდნა შეაჯამეს. 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს, ნასწავლი ერთმანეთს სიხარულით გაუზიარეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მასწავლებელი სიამაყით აღავსეს

სასწავლო პროცესს პედაგოგი თამთა ინასარიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203