
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, მე-3 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება - „პლანეტების აღლუმი“ და „ დედამიწა ჩვენი სახლია“.
ღონისძიება მე-3 კლასელებს პედაგოგმა, ირმა გიძიაშვილმა შესთავაზა და მიზნად ისახავდა მოსწავლეებს კარგად გაეცნოთ მზის სისტემა, გაეცნობიერებინათ, რა საფრთხე შეიძლება წარმოშვას ადამიანის გაუცნობიერებელმა საქციელმა ბუნებასთან დამოკიდებულებაში.
ბავშვებმა შექმნეს ლოზუნგები, რითაც მოუწოდეს ყველას - გაერთიანდნენ დედამიწის დასაცავად!
იხილეთ ფოტოები: