„ძალიან გვიყვარხართ, ლალი მასწავლებელო“... - იანეულის საჯარო სკოლის დირექტორს მეორეკლასელებმა საკუთარი ხელით შექმნილი ბარათები მიუძღვნეს
10-06-2025

ჩოხტაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თობების განათლების სადარაჯოზე და პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავენ, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება... თუმცა დაგვეთანხმეთ, თითოეული მასწავლებლისთვის მთავარი ჯილდო მოსწავლეთა სიყვარულია. 

სკოტ ჰეიდენს უთქვამს, „მასწავლებელს სამი სიყვარული აქვს: სწავლის სიყვარული, მოსწავლის სიყვარული და პირველი ორი სიყვარულის შეკრების სიყვარული“... სწორედ ამ დიდი სიყვარულით შექმნილი ბარათები მიუძღვნეს მეორე კლასის მოსწავლეებმა იანეულის საჯარო სკოლის დირექტორს - ლალი წულაიას.

„ლალი მას, მიყვარხართ გულში და სულში, ძალიან ძალიან! მე თქვენ სულ მეყვარებით, დიდი რომ გავიზრდები მაშინ... თქვენ ძალიან ლამაზი ხართ“...

„ლალი მასწავლებელო, მიყვარხართ!“

„ლალი მას, მიყვარხართ გულში, ძალიან ძალიან! მე თქვენ არასოდეს მიგატოვებთ...“

ასეთი წარწერები და ფერად-ფერადი გულები ამშვენებდა იმ ნახატებს, რომლებიც პატარებმა საკუთრი ხელით შექმნეს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს საყვარელ ლალი მასწავლებელს ამაგისთვის.

თავად ქალბატონი ლალი წულაია კი ამ გულისამაჩუყებელ ამბავს სოციალური ქსელით გამოემხაურა და აღნიშნა: „როგორ გამახარა მეორე კლასმა“... 

 

 

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...