ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეების შემეცნებითი გასვლითი აქტივობა ატენის ხეობაში
10-06-2025

კასპის მუნიციპალიტეტის, ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება კი ბავშვებს, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს სთავაზობს, რომლენიც მიღებული ცოდნის განმტკიცებას და ნასწავლის გადააზრებას ემსახურება. 

ახლახან ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში, კლასის დამრიგებლის ნაზი ხუციშვილის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო, გასვლითი აქტივობა მოეწყო, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითრებას, ისინი ზრუნავენ ერთმანეთზე, წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს. 

როგორც სკოლაში გვიამბობენ, ექსკურსიის მარშუტი გახლდათ ატენის ხეობა, ატენის სამონასტრო კომპლექსები, მიზანი კი - სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი და სწავლება არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ არაფორმალურ გარემოში - კლასგარეშე განათლება ( ბუნებასთან კავშირი, მწერლების დამოკიდებულება ბუნების მიმართ, ხუროთმოძღვრების ძეგლები)...

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის,  უსაზღვროდ პოზიტიურ და საყვარელ ნაზი მასწავლებელს არაფორმალური განათლების ხელშეწყობისათვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...