დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო სასწავლო პროექტი განხორციელდა.
პროექტი „მოგზაურობა ისტორიაში“ მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. პროექტში მონაწილეობდნენ IV, VI, IX, X კლასების მოსწავლეები.
მათ წარმოადგინეს საინტერესო და მნიშვნელოვანი პრეზენტაციები და დამსწრე საზოგადოების საქართველოს ისტორიის ლაბირინთებში ამოგზაურეს, თავადაც გაიმდიდრეს ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
დასასრულს შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები.
„საქართველოს ისტორიაში ბევრია ნაკლებად ცნობილი ფაქტები. სწორედ ამ თემებზე მუშაობა გვაძლევს უფრო ღრმა ხედვას წარსულზე. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი სწავლება მომავალი თაობებისთვის. წარმოდგენილი პრეზენტაციები ნაკლებად ცნობილ ფაქტებს გადმოგვცემდა ,რომლებიც საქართველოს ისტორიას ახალი თვალით გვაჩვენებს და გვამოგზაურებს წარსულში“,- გვეუბნება პროექტის ორგანიზატორი მესტიის N1 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი თეა ბიკაშვილი და მოსწავლეებს არაერთ შთამბეჭდავ პროექტს ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები: