კალიგრაფია - შემოქმედებაა... ქართული ანბანი რომ ასეთი ლამაზია, ესეც კალიგრაფების შემოქმედებაა. გადამწერები ყოველთვის, ყველა დროში ეძებდნენ და ქმნიდნენ ასოთა ახლებურ მოხაზულობებს, უფრო მარტივად მოსახაზს, უფრო მარტივად წასაკითხს, უფრო ლამაზს.
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კალიგრაფიას დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში და სხვათა შორის, მოსწავლეთა ლამაზ-ლამაზ ნაწერებს აგროვებენ კიდეც.
ამ ყველაფრის შემოქმედი პედაგოგი სვეტლანა მჭედლიანი გახლავთ, რომელიც ბავშვების „შემოქმედებას“ ერთად კინძავს და შემდეგ სამზეოზე გამოაქვს, რათა ყველამ ნახოს, როგორ ეფერებიან მშობლიური ანბანის თითოეულ ასო-ბგერას დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები.
წარმოგიდგენთ მოსწავლეთა ნამუშევრებს.