ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე ზრუნავენ და ბავშვებს სასწავლო პროცესს მრავალფეროვანი ღონისძიებებით უმრავალფეროვნებენ.
ღონისძიებებით განსაკუთრებით დატვირთულია სასწავლო წლის მიწურული - მოსწავლეები აჯამებენ ცოდნას, პედაგოგები კი მოწაფეებს არდადეგებზე აცილებენ.
აღსანიშნავია, მე-2 კლასის მოსწავლეთა ზღაპრული წარმოდგენა. პატარებმა ზღაპარი „ნიანგი ნონგო“ გააცოცხლეს. ლამაზი სანახაობა სკოლის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა, მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ასევე მოეწყო აქტივობა კითხვის უნარების წარმოსაჩენად და სახალისო თამაში - „გამოცნობანა“.
მე-2 კლასელებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ამასთან, ბევრი იხალისეს.
იხილეთ ფოტოები: