„English is Fun“ - ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი ღონისძიება
10-06-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას ხალისით სწავლობენ. მათ მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც ბავშვებს მრავალფეროვანი ღონისძიებებითა თუ აქტივობებით ანებივრებენ. 

სულ ახლახან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის ზეიმი სახელწოდებით - „English is Fun“!

მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეების ჩართულობით ჩატარდა სხვადასხვა საგანმათლებლო და გასართობი აქტივობა, სადაც ბავშვებმა წარმოაჩინეს ინგლისური ენის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები.

წარმოდგენილი იყო სიმღერები, დიალოგები, თამაშები და პრეზენტაციები - ყველაფერი ინგლისურად.

„ეს დღე ნამდვილად განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ისე დამსწრე საზოგადოებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...