კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება სახელწოდებით - „გზა მომავლისკენ“ გახლდათ - ცოდნის, პოზიტივის, შემოქმედებითობის, მადლიერებისა და, ამავე დროს, მღელვარების სინთეზი.
IV კლასის დამრიგებელმა - ნონა თოლორდავამ საყვარელი მოსწავლეები ლამაზი სიტყვით შეამკო, სცენაზე გალექსა და ხოტბა შეასხა აღზრდილებს. ბავშვებმა წარმოადგინეს ქორეოგრაფიული ნომრები, მხიარული „სკეჩები“. მეტად ემოციური აღმოჩნდა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც წარმოდგენილი იყო სკოლაში მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, ბედნიერი დღეები.
ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს თითოეულ პედაგოგს გაწეული შრომისათვის.
კლასის დამრიგებელმა ბავშვებს მოუწყო სიურპრიზი ვიდეომილოცვების სახით. მოსწავლეებს მიმართეს პირველმა დამრიგებელმა ირმა ჩალიგავამ, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება და ასევე „ეტალონისა“ და www.izrune.ge-ს პროექტების სულისჩამდგმელმა, აკადემიურმა დოქტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა.
დასასრულისკენ დამრიგებელმა მოსწავლეებს გადასცა სერტიფიკატები და მცირედი საჩუქარი. სახალისო და მამოტივირებელი იყო საჩუქრის გადაცემის პროცესი, რადგან ის სცენაზე შავი ყუთით შემოიტანეს. მოსწავლეებმა მოისმინეს შეკითხვა, მათ უნდა ამოეცნოთ რა იდო შავ ყუთში.
დამრიგებელმა გზა დაულოცა ბავშვებს. მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის, მშობლებს თანადგომისთვის და ბოლო ყველაზე სასიამოვნო შტრიხი ამ ღონისძიებისა იყო ნუგზარ ერგემლიძის ტექსტსა და მუსიკაზე შექმნილი სიმღერის - მშვიდობა თქვენდას“ გაჟღერება, რომელიც თავად ბავშვებმა და მასწავლებელმა შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები: