ბოლნისის N3 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
20 მაისს, სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. ტრადიციულად სასკოლო საზოგადოებამ „ბოლო ზარის“ ღონისძიებით გააცილა მე-12 კლასელები, რომლებმაც სკოლის ცხოვრება განსაკუთრებული ფერებით დაამშვენეს.
ღონისძიებაზე სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შთამბეჭდავი ნომრები, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ნიჭიერება და სიყვარული სკოლის მიმართ.
სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს.
„ამ დღეს, სკოლა დაემშვიდობა თითოეულ კურსდამთავრებულს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც 12 წელი ჩვენთან ერთად იზრდებოდა და ვითარდებოდა. აი, ისინიც: ანანო დემურაშვილი, ნიკა კვიციანი, ლუკაბეგიაშვილი, არსენ ენგენოვი, შიო დავითაშვილი, მათე ადუაშვილი, ლაშა მარტიაშვილი, ნიზამ მეხტიევი. ახლა ისინი ახალ თავგადასავლებში გადაეშვებიან, მაგრამ ყოველთვის იქნებიან ჩვენი სკოლის განუყოფელი ნაწილები.
ვულოცავთ მათ კიდევ ერთხელ! ვუსურვებთ, რომ მათი მომავალი სავსე იყოს წარმატებებით, აღმოჩენებითა და ბედნიერებით. არასოდეს შეწყვიტონ ოცნება და ყოველთვის ახსოვდეთ ის ფასეულობები, რომლებიც სკოლამ შესძინა მათ. ვიმედოვნებთ, რომ კურსდამთავრებულთა ცხოვრება სავსე იქნება ნათელი მომენტებითა და მიღწევებით. ჩვენ ვამაყობთ და კვლავაც ვიამაყებთ მათით!
გულითადი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დაუვიწყარი დღის შექმნაში: ჩვენს თანასკოლელებს, ასევე მე-12 კლასის უმშვენიერეს დამრიგებელს, ნატო ელიკაშვილს და დაუღალავ ანა ასლანიშვილს; სკოლის დირექტორს, ქალბატონ მზია დანელიას და მშობლებს მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მე-12 კლასელებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: