ჩხორიის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის ხსოვნის პატივსაცემად ინტელექტუალური თამაში გაიმართა
10-06-2025

3 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის - გიორგი ფიფიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის?“ გაიმართა. 

სასახელო კურსდამთავრებულის ხსოვნის უკვდავსაყოფად სკოლაში ცოდნისა და ინტელექტის ზეიმი მოეწყო. 

„გიორგი იყო ნიჭიერი, გულისხმიერი, სათნო და კეთილი, ყველაფრით მისაბაძი პიროვნება, მარად მომღიმარი თბილი თვალებით, რომელიც თავისი არსებობით გვილამაზებდა ცხოვრებას.

მან დიდი ტკივილი დაგვიტოვა ყველას თავისი ნაადრევი წასვლით. დღეს ჩავრთეთ სლაიდები, დიდხანს ვუცქერდით ცრემლიანი თვალებით გიორგის სკოლაში გატარებულ წლებს. მოვისმინეთ მისი მეგობრებისა და პედაგოგების მოგონებები“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიებას უძღვებოდა მე-11 კლასის მოსწავლე ანანო თორდია. ხალხური ლექსი „წუხელი სიზმარი ვნახე, ნეტავ, დედავ, რაო?„ წაიკითხეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა ანასტასია მიქავამ და დიტო გობეჩიამ.

„გიორგი ფიფიას სამარადისო ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში“,- დასძენენ სკოლაში და დიდი გულისტკივილით იხსენებენ კურსდამთავრებულს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...