კრწანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო მიღწევები​ ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
10-06-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

23 მაისს, I კლასში, დამრიგებლის - ქეთევან ქევხიშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა „ანბანის გაცილების ზეიმი“. 

ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, წარმოთქვეს ლექსები ანბანის ასო-ბგერებზე, ხოტბა შეასხეს „დედაენას“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს, დადგეს ინსცენირებები, იუმორისტული დიალოგები.

ზეიმის ბოლოს კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით. ასევე სიგელით დაჯილდოვდა კლასის თითოეული მოსწავლე I კლასის საპროგრამო მასალის წარმატებით ათვისებისა და სანიმუშო ყოფაქცევისთვის.

პედაგოგი ქეთევან ქევხიშვილი მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ბედნიერი არდადეგები უსურვა, ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის კი მშობლებს მადლობა გადაუხადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...