ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, აქტიურად აღინიშნება სხვადასხვა თარიღი და მოვლენა.
30 მაისს, ნავარძეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქიმიკოსის დღის აღსანიშნავი ღონისძიება. მასში მონაწილეობდნენ მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები.
ღონისძიება მიეძღვნა ქიმიის, როგორც საგნის პოპულარიზაციას და მისი ხელმძღვანელი გახლდათ ქიმიის პედაგოგი ა. დათეშიძე.
მოსწავლეებმა იმსჯელეს ქიმიის როლზე ჩვენს ცხოვრებაში, წარმოადგინეს ცნობილი ქართველი ქიმიკოს-მეცნიერთა აღმოჩენები, მათი მიღწევები და ადგილი საზოგადოებაში. ღონისძიებას თან სდევდა სლოგანი - „დრო არ გვაქვს ფიქრის ქიმია მიქრის“.
ბავშვებმა გამოკვეთეს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული დარგები, სადაც ქიმია წამყვან როლს ასრულებს და ამით ხაზი გაუსვეს ქიმიის უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენს ყოველდღიურობაში.
ღონისძიება შემეცნებით ხასიათს ატარებდა და მხიარულად დასრულდა.
იხილეთ ფოტოები: