ინკლუზიური განვითარების სამმართველოს აღდგენის მოთხოვნით, 9 ივნისს განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს, შშმ პირებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა. მათ სამინისტროში წერილიც დატოვეს რომელშიც გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. აღნიშნულის საპასუხოდ მინისტრმა ტელევიზიებთან გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ინკლუზიური განვითარების სამმართველოსა სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოსთან გაერთიანების მიზანი სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას ემსახურებოდა.
„განათლების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გააუქმა“
ალექსანდრე წულაძემ ისიც თქვა, რომ ინფორმაციით, რამდენიმე დღეში დამტკიცდება ინკლუზიური განათლების ახალი, ორწლიანი სამოქმედო გეგმაც.
„მინდა ძალიან ხმამაღლა განვაცხადო, რომ ინკლუზიურ განათლებას საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული ცვლილებებით, რომელიც განხორციელდა ჩვენი სამინისტროს სტრუქტურული ოპტიმიზაციის მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ ფუნქციური გადანაცვლება მოხდა. რაც შეეხება შინაარსობრივი და პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, არავითარი ცვლილება, რამაც, შესაძლოა, შელახოს ან დაკარგოს ის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც დღესაც ხორციელდება და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით განხორციელდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ასეთი არც განხორციელებულა და არც განხორციელდება“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
გაუქმდა თუ არა ინკლუზიური განვითარების სამმართველო - სამინისტროს პასუხი
„გაუქმდა სკოლამდელი განათლების სამმართველო“ - სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ინფორმაციას ავრცელებს