„ქართული და ევროპული განმანათლებლობა“-ჭიათურის N2 სკოლ​ის მე-9 კლასელეთა ინტეგრირებული გაკვეთილი და „მოგზაურობა“ ძველ ფაზისში, იყალთოსა თუ ოქსფორდში
10-06-2025

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში საგნობრივი კათედრები აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობენ, რისი ერთ-ერთი შედეგია ერთობლივად დაგეგმილი და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილები.

მათ შორის, აღსანიშნავია, მე-9 კლასში ისტორიის პედაგოგის - ნარგიზა კუტალიას და ინგლისური ენის პედაგოგის ნათია უზნაძის თაოსნობით, ჩატარებული ღია ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „ქართული და ევროპული განმანათლებლობა“.

როგორც ნარგიზა კუტალიამ აღნიშნა, ქართული ენის განვითარებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაში უსაზღვროა ფაზისის ფილოსიფიური სკოლის, გელათისა და იყალთოს აკადემიების, თბილისის სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი. ქართულ განმანათლებლობას მუდმივი კავშირი ჰქონდა ბიზატიელ და ევროპელ სწავლულებთან. გაკვეთილიც ამ საკითხებს მიეძღვნა. ის სამეცნიერო, ლიტერატურულ და საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა.

გაკვეთილი მშობლიურ ენაზე დაიწყო, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ილიას, აკაკის, ვაჟს, გოგებაშვილის შეხედულებები სწავლა-განათლებაზე. შემდგომ კი ინგლისურად განიხილეს ევროპელი მოაზროვნეები - ჯონ ლოკი, ვოლტერი, მონტესკიე, დიდრო. მათ ისაუბრეს ქართული და ევროპული განათლების კერებზე შუა საუკუნეებიდან დღემდე. წარმოადგინეს თემატიკასთან დაკავშირებული პოსტერები, ტექნოლოგიური საშუალებების დახმარებით იმოგზაურეს ძველ ფაზისში, ქუთაისში, იყალთოში, ბოლონიაში, ოქსფორდში, კემბრიჯში.

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203