ლემშვენიერას საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
10-06-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. შეძენილი ცოდნა კი ღონისძიებით შეაჯამეს. 

პირველკლასელებმა ულამაზესი ღონისძიება მოაწყვეს და სითბოთი, სიხარულითა და ბავშვური სინათლით სავსე დღე აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას.

პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი ღონისძიებით წარდგნენ. 

გულში ჩამწვდომი სიტყვები, გულმოდგინედ მომზადებული ნომრები და წრფელი ემოცია ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა. 

დირექცია და პედაგოგები პატარებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ და ბედნიერი არდადეგები უსურვეს.

„გილოცავთ, პატარებო, პირველ არდადეგებს - თქვენ უკვე ერთი საფეხური აიარეთ და წარმატებით დაასრულეთ პირველი დიდი წელი სკოლაში!

განსაკუთრებული მადლობა მშობლებს - თანადგომისთვის, სიყვარულისთვის და თანამშრომლობისთვის. და, რა თქმა უნდა, გულნაზი მასწავლებელს სითბოსა და მოთმინებისთვის“,- აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203