„რომი ძველად და იტალია დღეს“ - ჭიათურის N2 სკოლის მე-7 კლასელებს ისტორიისა და მუსიკის ინტეგრირებით შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ 
10-06-2025

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა საგანთაშორის ინტეგრირებას.

ამის მაგალითია მე-7 კლასში ჩატარებული ღია ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც ისტორიის პედაგოგმა ნარგიზა კუტალიამ და მუსიკის პედაგოგმა ფატმან ცარციძემ მოამზადეს.

გაკვეთილის თემა იყო - „რომი ძველად და იტალია დღეს“. მოსწავლეებმა განიხილეს ძველი რომის წარმოშობა, მისი დაპყრობითი პოლიტიკა, ქართლისა და რომის ურთიერთობები, ქრისტიანობა რომში და დაუკავშირეს ეს საკითხები იტალიის თანამედროვე ქალაქებს და კულტურას (მუსიკას).

მოსწავლეებმა გაიხსენეს ძველი ისტორიკოსების გამონათქვამები რომზე, წარმოადგინეს პრეზენტაციები, მოამზადეს პოსტერები, მოახდინეს მუსიკისა და ისტორიის ინტეგრირება, ისაუბრეს იტალიის მდიდარ მუსიკალურ კულტურაზე, იტალიურ ოპერაზე, დააკავშირეს ქართული და იტალიური ოპერა, მოისმინეს სახელგანთქმული იტალიელი ტენორების არიები.

გაკვეთილს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები. ისინი ხალისით ჩაერთნენ გაკვეთილის მსვლელობაში, ბოლოს კი მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს გაწეული შრომისა და მათი შვილების მიღწევების წარმოჩენისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203