წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, გზამკვლევი შექმნეს
11-06-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლა​ში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი მამათა მონასტერი - „მზოვრეთი“. მე-7 კლასის მოსწავლეებმა ამ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიეს და გზამკვლევები შექმნეს. 

9  ივნისს, კი მეშვიდეკლასელებმა პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს სახელწოდებით - „გზამკვლევი და ისტორიები  მამათა მონასტერი „მზოვრეთი“. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს მონასტრის ისტორიის, მისი კულტურული მნიშვნელობის შესახებ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. ​

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტრესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...