პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი უკვე დასრულდა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლას წელს ერთადერთი პირველკლასელი ჰყავს, რომელიც დირექციამ და პედაგოგებმა საზაფხულო არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილეს.
მას, სასკოლო საზოგადოებამ 1-ელი კლასის დამთავრება დიდი სიყვარულით მიულოცა, ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა და ლამაზი დღესასწაული აჩუქა.
ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.
აღსანიშნავია, რომ დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: