„სინათლის მანათობლები“ - დაბა ურეკის საჯარო სკოლისთან არსებული კინოკლუბის წევრებმა საინტერესო ფილმზე იმუშავეს
10-06-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები კინოხელოვნების საფუძვლებს ეცნობიან და თავადვე ქმნიან კინოსურათებს

სკოლასთან არსებულ კლუბის - Cinema Starss-ის წევრებმა მორიგი ფილმზე -„სინათლის მანათობლები“ იმუშავეს.

სცენარის ავტორი და რეჟისორი სოფიო აფშილავა-აკობია გახლავთ, მონტაჟი ქეთა ბაკურაძეს ეკუთვნის, ოპერატორები არიან - საბა თუთაშვილი, გიორგი აჩელაშვილი, შემოქმედებითი ჯგუფის წევრები კი - ლიზა ხომერიკი, ელენე ფუტკარაძე და თეკლა გაგუა.

„მადლობა თითოეულ მონაწილეს სკოლასთან არსებულ კლუბ Cinema Starss, მშობლებს, სკოლის დირექციას და პედაგოგებს გვერდში დგომისთვის.

მადლობა ჩვენს უძლიერეს ქალბატონს - ნანა გაგლოშვილს ფილმში მონაწილეობისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203